მარტვილში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ 6 წლის ბავშვს ეძებდნენ, 5 საათიანი ძებნის შემდეგ ბავშვი უვნებელი იპოვეს - კადრები ადგილიდან
მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ ბავშვს ეძებდნენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამძევრო სამუშაოების შედეგად ბავშვი წყლიდან უვნებელი ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.
ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად."
ვიდეო: "თაიმერი"