"ქოცებისთვის "გამანადგურებელ რეზოლუციებს ისე ვიღებდით, აზრზე არ იყო" - ვისზე წერს ხატია დეკანოიძე?
ხატია დეკანოიძე თამარ ტალიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
"ტალიაშვილი ევროსაბჭოში იყო ელჩი. ელჩობამდე "ქოცების" კვოტით დელეგაციაში იყო პარლამენტიდან.
"ქოცებისთვის" გამანადგურებელ რეზოლუციებს ისე ვიღებდით, აზრზე არ იყო.
ბოლოს, ევროსაბჭოში "ქოცებს" საერთოდ შეუჩერეს მანდატი და ხმის უფლება. ელჩისთვის აზრიც არ უკითხავთ.
აშშ-ში, მისი "წყალივით" ინგლისურით და "დიდი" პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების და ბრენდების ცოდნით გმირულად აღუდგება წინ სანქციებს.
"ქოცების" უმძიმესი კრიზისი აქაც ვლინდება. მხოლოდ მათ ატრიალებენ ერთ წრეში."
ცნობისთვის, მთავრობამ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინა.