loader

"ასეთია მწარე რეალობა და რამდენიც არ უნდა “მამუნათოთ”, ეს მას ვერ შეცვლის" - რას წერს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთია მწარე რეალობა და რამდენიც არ უნდა “მამუნათოთ”, ეს მას ვერ შეცვლის" - რას წერს გია ხუხაშვილი?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

"ფოკუსის გასწორება:

ბოიკოტით შესაძლებელია “ამოცანის”, ანუ დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების დელეგიტიმაციის გადაწყვეტა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს “მიზნის”, ანუ მისი ცვლილების განხორციელებას.

მეტიც, თუ ამოცანის გადაწყვეტა ვერ იქნა სათანადოდ გამოყენებული მიზნის მისაღწევად, ამან შესაძლოა დააჩქაროს პროცესი და საბოლოოდ უბიძგოს რეჟიმს ღიად და დაუფარავად რუსეთის იმპერიასა და მისი რეგიონული პარტნიორების სამყაროში რეინტეგრაციისკენ.

ამიტომ, ბოიკოტის მომხრეებმა კარგად უნდა აუხსნან ხალხს, როგორ მივყავართ ამოცანის გადაწყვეტას მიზნის მიღწევამდე.

ყველა სხვა შემთხვევაში მათი ძალისხმევა ფუჭ ბაქი-ბუქად დარჩება და ვერც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება.

ასეთია მწარე რეალობა და რამდენიც არ უნდა “მამუნათოთ”, ეს მას ვერ შეცვლის…" - წერს გია ხუხაშვილი