სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული: რა მოხდა თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან? - "საავადმყოფოში მოთავსებიდან 2 დღეში გარდაიცვალა"
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ასაჯაროებს ინფორმაციას.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე, გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს შენობაში „დროის მოკლე პერიოდში, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა“, 2 დღის შემდეგ კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.