"გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად" - ალექსანდრე დარახველიძე თემურ ქათამაძეზე
გაფარ ილმაზმა [თემურ ქათამაძემ] არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დარახველიძის განმარტებით, საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევება, მათ შორის, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა.