"ბავშვი 5 საათი ძეძვზე იყო ჩამოკიდებული... ბევრმა თქვა, როდესაც დანი ცოცხალი დავინახეთ, მუხლები მოგვეკვეთაო - ხალხი ტიროდა სიხარულით" - რას ჰყვებიან ცხენისწყალში გადარჩენილ ბავშვზე?
მარტვილში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ 6 წლის ბავშვი 5-საათიანი ძებნის შემდეგ უნებელი იპოვეს.
სოფელ ხუნწის წარმომადგენელი "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ ბავშვი სოფლის მცხოვრებმა იპოვა, წყალში ჩავარდნის ადგილიდან, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრის დაშორებით.
"სოფელ ხუნწიდან სამი სოფლის იქით, სოფელ ლეხაინდრაოსთან იპოვეს. იმ ადგილას მდინარე რაღაც კუნძულის მსგავსს ქმნის და იქ იყო... ძეძვზე ჩამოკიდებული...
ეს იყო სიხარულის შოკი, რომელიც თავიდან ვერც ცნობიერდება. ბევრმა თქვა, როდესაც დანი ცოცხალი დავინახეთ, მუხლები მოგვეკვეთაო - ხალხი ტიროდა სიხარულით...
ანი და მეზობლის ბავშვი, ასევე მცირეწლოვანი, საღამოს უფროსების გაუფრთხილებლად გასულან სახლიდან, მდინარეზე. ლამის წუთებში მოხდა ყველაფერი, თორემ, როგორც ვიცი, ბავშვები მაშინვე მოიკითხეს და დაუძახეს, მაგრამ ხელში მარტო დანის მეგობარი შერჩათ, რომელიც იმდენად შეშინებული და შეძრწუნებული იყო, წესიერად ვერც ათქმევინეს, რა მოხდა და როგორ მოხდა. ბოლოს მამამ ბავშვი მდინარეზე გაიყვანა, მოფერებით და დაყვავებით აჩვენებინა ის ადგილი, საიდანაც ბავშვი წყალმა წაიღო. ალბათ, ფეხი დაუცდა მდინარის ნაპირას"...