loader

ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს - "ვნახე ეს წარწერა და მთელი პროცესი ვფიქრობდი..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს - "ვნახე ეს წარწერა და მთელი პროცესი ვფიქრობდი..."

ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს.

"გუშინ პროცესი მქონდა. სასამართლოში რომ გადაჰყავხართ ციხიდან, პროცესის დაწყებამდე ე.წ აბეზიანნიკში გაჩერებენ. მეც ვიჯექი იქ ასე ნახევარი საათი (ადრეც ვყოფილვარ). კედლები წარწერებითაა სავსე და სხვა რა საქმე გაქვს, იწყებ კითხვას.

პირველი, რაც თვალში მომხვდა, FUCK RUZZIA! იყო და იქვე "უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს", თავისი გაგრძელებით, არ ეწერა ავტორი.

მერე ვიპოვე "გავიმარჯვებთ სახელოვნად!", რომელსაც ხელს აწერდნენ: ვეფხია კასრაძე, გიორგი ახობაძე და ვასო კაძელაშვილი, უფრო სწორად, გიოს სახელი-გვარი დავინახე, გამიხარდა (რა გამიხარდა არ ვიცი) და მერე ვნახე რას აწერდა ხელს.

მერე კი ვნახე ეს წარწერა: "მამა შეუნდე მათ, რათა მათ არ იციან რას ჩადიან" - გიორგი ბაჩიაშვილი 29.05.2025 და ხელმოწერა.

მერე მთელი პროცესი ამ წარწერაზე ვფიქრობდი.

ერთი მხრივ, რაღაცნაირი სასოწარკვეთილი გემო დამიტოვა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ფრაზა სახარებიდან ჩემთვის ყოველთვის იყო ქრისტიანობის ანი და ჰოე.

ის, რომ ადამიანი შეიძლება იყოს სრულიად უგუნური და სასტიკი; ის, რომ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება ჯოჯოხეთური წამებისთვის გაიმეტონ ყველაზე კეთილი არსება, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობდა; ის, რომ ეს ნებისმიერი ადამიანის ბუნებაშია; და ის, რომ ამის მიუხედავად, ეს ადამიანი არამარტო მაინც უნდა გიყვარდეს და პატიობდე, არამედ ამ ადამიანს უნდა ემსახურო;

ეს არის ეგ ფრაზა.

და მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს შეიძლება თქვას მხოლოდ იმან, ვისაც ეს მართლა შეუძლია, ყოველთვის და ყველა გარემოებაში, მათ შორის ჯვარზე გაკრულს. ანუ მარტო ქრისტეს. ამას ვფიქრობდი პროცესზე… სანამ ნანუკა ქაჯაიამ არ დამიძახა: ჯაფარ, თქვი რამეო.

________________________________________

ეს "ლეგიტიმურის" ამბავი აქეთაც არ გვესმის მგონი ყველას ბოლომდე (TV მოვიპოვე და მიუხედავად დაპირებისა, ალბათ, ცოტას მაინც მოვ*&^ავ ტვინს)

არავინ უარჰყოფს, რომ "ქოცების" (რუსების) ხელშია ძალაუფლება, არც ქვეყნის შიგნით, და არც ქვეყნის გარეთ.

ის, რომ მათ ხელშია ძალაუფლება, მათ შორის ნიშნავს იმას, რომ ხან ევროსაბჭოს გენ.მდივანი ჩამოართმევს რომელიმეს ხელს და ხან მაკრონი წამოარტყამს მხარზე.

ის, რასაც დასავლეთი არ აღიარებს არის ის, რომ ამ მოღალატეებს ეს ძალაუფლება მოპოვებული აქვთ დემოკრატიული არჩევნების გზით და რომ, შესაბამისად, აქვთ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია.

ამიტომ არიან არალეგიტიმურები დასავლეთის თვალში და ეს აღარ შეიცვლება, 7 თვე გავიდა არჩევნებიდან, საღამოს რუსთაველზე!” - წერს ზურაბ ჯაფარიძე.