ბახტრიონის ქუჩაზე, სატვირთო 80 წლის კაცს დაეჯახა, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა - კადრები ადგილიდან
ბახტრიონის ქუჩაზე, ბუკიას ბაღთან სატვირთო მანქანა ქვეითს დაეჯახა. როგორც თვითმხილველებმა Palitravideo-სქვეითი ადგილზე განუცხადეს ქვეითი ადგილზე დაიღუპა.
როგორც palitravideo-ს ადგილზე ქვეითის ოჯახის წევრმა განუცხადა, მამაკაცი 80 წლის იყო.
როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.