“დამიბარეს სასამართლო პროცესზე, მიჩივის მარიამ ლაშხი” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ტელეწამყვანი წერს, მას მარიამ ლაშხმა “ფეისბუკზე” დაწერილი პოსტის გამო უჩივლა, სადაც ჟორჟოლიანმა მას „მონა“ უწოდა.
ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
“ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, “ფეისბუკზე” დაწერილი სტატუსის გამო, სადაც მას მონა ვუწოდე. მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის.
მოსამართლეა ნინო ენუქიძე”, - წერს ჟორჟოლიანი.