საქალაქო სასამართლოში ტელეწამყვანი ვიკა ბუკიაც დაიბარეს
ტელეწამყვან ვიკა ბუკიას განცხადებით, დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის „მონას“ დაძახების გამო სასამართლოში დაიბარეს.
როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, სხდომა 12 ივნისს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
„კი, მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა?“, - წერს ვიკა ბუკია და დასძენს, რომ საქმეს მოსამართლე დავით თეთრაული განიხილავს.
მანამდე, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფეისბუქზე" დაწერა, რომ ისიც არის დაბარებული სასამართლოში. როგორც ტელეწამყვანი წერს, მას მარიამ ლაშხმა “ფეისბუკზე” დაწერილი პოსტის გამო უჩივლა, სადაც ჟორჟოლიანმა მას „მონა“ უწოდა. მისივე ინფორმაციით, ასევე, სასამართლოში დაბარებულები არიან ტელეწამყვანი - ვახო სანაია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - ელენე ხოშტარია და აქტივისტი - ანა სუბელიანი.