ნუცა ბუზალაძის ეთერში ნათქვამი სიტყვები, მისი ნიშნობის შემდეგ, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი - "შეგვარგეთ მე, ნუცას, ალექსანდრას, თიკას - ეს ჩვენი ბებერი ქმრები"
წლების წინ სანამ ალექსანდრეს მეუღლე გავხსებოდი, გეფიცებით, მეც ასე ვფიქრობდი, - ასე ეხმაურება აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ნუცა ბუზალაძის ნიშნობას.
"წლების წინ სანამ ალექსანდრეს მეუღლე გავხსებოდი, გეფიცებით, მეც ასე ვფიქრობდი.აგერ, Natia დამეთანხმება. ჩემხელა პოსტი გამოვაცხე ამ თემაზე და ყველა ქალი მიწაში ჩავდე, ვისაც ასაკით უფროსი ქმარი ჰყავდა.
ისიც კი მახსოვს, რა დავწერე, ნეტა რა მოსწონთ ბებერ ხორცში-მეთქი. საშინლად უგუნური ვიყავი.მერე ცხოვრებამ ისე შემომიტრიალა, რომ თავად გავყევი ასაკით უფროსს კაცს. ასე რომ, არასოდეს თქვათ, არასდროს. დღემდე ამ კაცის ცოლი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.
რა გვაჩერებს ერთად? არ დამიჯერებთ, რომ გითხრათ, სიყვარული და მიჯაჭვულობა. ბევრი იტყვის ფულიო, მაგრამ არ დაგეთანხმებით!
ფული მიდის და მოდის, ასე რომ მთავარი გაგეებაა, სულიერად ჰარმონიაში ყოფნა და პატივისცემა.
ვიცი, ჩემზეც ბევრი ამბობთ რომ მამისხელა კაცთან ვარ, მაგრამ ჩვენს ფოტოებს რომ ვუყურებ, შევეფერებით ერთმანეთს. საერთოდ, არ ჩანს ასაკის სხვაობა. ასე რომ, შეგვარგეთ მე, ნუცას, ალექსანდრას, თიკას ეს ჩვენი ბებერი ქმრები და თქვენ გყავდეთ ახალგაზრდები, “ახალი ხორცით,” - წერს საყვარლიშვილი.