"მეტროში ფიზიკურად გაუსწორდა! მოვა დრო და ყველა პასუხს აგებთ!" - "ჯიპას სტუდენტური ერთობა" განცხადებას და ვიდეოკადრებს ავრცელებს
"ჯიპას სტუდენტური ერთობის" განცხადებით, მოძრაობის წევრს მეტროში თავს დაესხნენ. "ჯიპას სტუდენტური ერთობა" სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს აქვეყნებს.
"ჩვენი მოძრაობის წევრს მეტროში თავს დაესხნენ.
რუსული რეჟიმის ტიტუშკა მეტროში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა - დაზარალებულია 3 სტუდენტი.
პოლიციამ თავდამსხმელი მხოლოდ რამდენიმე მეტრით გაარიდა ინციდენტის ეპიცენტრს, თუმცა შესაკავებლად სათანადო ზომები არ მიიღო, რის შედეგადაც თავდამსხმელი უკან დაბრუნდა და ძალადობა გააგრძელა აქციის მონაწილეებზე.
პოლიცია მოქალაქეებს არ იცავს, რეჟიმის მომხრეებს კი დაუსჯელობის სინდრომი აქვთ და თავს უფლებას აძლევენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს - მათ კი პასუხს არავინ სთხოვს.
ასეთი უსამართლო და სასტიკია "ქართული ოცნების" პოლიტიკა. "ქართული ოცნება" და ყველა ამ რეჟიმის მომხრე დამნაშავეა დღევანდელ ინციდენტში. მოვა დრო და ყველა პასუხს აგებთ! დამხობა რეჟიმს!" - ნათქვამია განცხადებაში.