loader

რას ამბობს ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" დეპუტატებთან დაკავშირებული "პოსტების" გამო, ჟურნალისტების, ოპოზიციონერების და აქტივისტების სასამართლოში დაბარებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" დეპუტატებთან დაკავშირებული "პოსტების" გამო, ჟურნალისტების, ოპოზიციონერების და აქტივისტების სასამართლოში დაბარებაზე?

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, მათ შორის, ევროპელი ელჩებისგან ვხედავთ წამახალისებელ ნაბიჯებს - ჩვენ ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები, ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სასამართლოში დაბარებულები არიან: მისი შვილი, აქტივისტი - მარიამ გეგუჩაძე, ტელეწამყვანი ვახო სანაია, ტელეწამყვანი - ვიკა ბუკია, აქტივისტი - ანა სუბელიანი, ტელეწამყვანი - ეკა მიშველაძე, ოპოზიციონერები - ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, "საფარის" დამფუძნებელი - ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი - დეა მამისეიშვილი.

ასევე, სასამართლოშია დაბარებული ოპოზიციონერი ლევან ხაბეიშვილი.

ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც, სადაც ჩანს, რომ სასამართლოდან დაურეკეს და მამუკა მდინარაძისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფის გამო დაიბარეს.

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი კი აცხადებს, რომ ის სასამართლოში უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის გამოა დაბარებული.

ასევე, ტელეწამყვან ეკა მიშველაძის განმარტებით, მას სასამართლოდან არავინ შეხმიანებია, თუმცა სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე მისი სახელი და გვარი წერია და პროცესია ჩანიშნული.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო.