loader

უმძიმესი კადრები, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტშია გადაღებული: ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა - რეისი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით ხორციელდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტშია გადაღებული: ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა - რეისი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით ხორციელდებოდა

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

სამგზავრო თვითმფრინავი ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისას განიცადა.

ინდური გამოცემა ANI News-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.