loader

ამინდი მკვეთრად უარესდება - ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს: როდემდე შენარჩუნდება სეტყვა, ძლიერი ქარი და წვიმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამინდი მკვეთრად უარესდება - ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს: როდემდე შენარჩუნდება სეტყვა, ძლიერი ქარი და წვიმა

საქართველოში 14-15 ივნისს, ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.