"ასეთი ამბებია მოსკოვებში... როგორც უმცირესობისთვის ცნობილმა რუსეთუმემ საზღვარი ბოლო-ბოლო გადავკვეთე" - რა კადრებს აქვეყნებს ხატია სიჭინავა რუსეთიდან?
":აფხაზეთი საქართველოა! დანარჩენი ყველაფერი დეზინფორმაციაა.
ყველაფერი ღიაა, ყველა გარეთაა, ჩვეულებრივი ტემპით მიმდინარეობს მეგაპოლისის ცხოვრება, და მეც, როგორც უმცირესობისთვის ცნობილმა რუსეთუმემ საზღვარი ბოლო-ბოლო გადავკვეთე და ვნახე მოსკოვები.
წითელ მოედანზე, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნის დროშა კატეგორიულად აკრძალულია და ამიტომ ვერ გავშალე ჩვენი დროშა.
სხვათაშორის ძალიან მომეწონა ეს მკაცრი წესი! პრიორიტეტში თავისი ქვეყანა ჰყავთ.
ასევე მიმდინარეობს საერთაშორისო ფეხბურთის შეჯიბრი, მსოფლიოს ქვეყნების არაფეხბურთელ ცნობად სახეებს შორის, სადაც უკვე 2 ტური მოვიგეთ.
ასევე ჩვენი იქ ყოფნა დაემთხვა ილონ მასკის მამის სტუმრობას, რომელმაც არაჩვეულებრივი შეხვედრა გამართა. ასეთი ამბებია მოსკოვებში" - ამის შესახებ ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.