"ყველა გადაიხდის ამის ფასს" - სალომე ზურაბიშვილის კომენტარი მათე დევიძის განაჩენის შესახებ
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის "ამას ვერ მოუსმენდა".