loader

"ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილო ქოცო ფრენდებო, იქნებ რომელიმემ მითხრათ, მართლა მოგწონთ ასეთი საქართველო? მართლა გგონიათ, რომ ეს არის სამართალი?" - რას წერს მაია ბუწაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილო ქოცო ფრენდებო, იქნებ რომელიმემ მითხრათ, მართლა მოგწონთ ასეთი საქართველო? მართლა გგონიათ, რომ ეს არის სამართალი?" - რას წერს მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ქვეყანა, სადაც ყბის ძვლების დალეწვის, ადამიანზე წიხლებით შედგომის, სახეში გაზის პირდაპირი შეფრქვევის, ადამიანის უკანონოდ მანქანაში ჩატენვის და გატაცების, ქალებისთვის ხელების გადაგრეხვის და სხვა უამრავი დანაშაულისთვის ვიღაცებს ჯარიმასაც კი არ აკისრებენ, ხოლო ზოგიერთებს ბოთლის სროლისთვის, ლოყის მსუბუქად აწითლებისთვის და ფეიერვერკის ფრქვევისთვის (რომელსაც დღედაღამ ბრახუნი გაუდის მთელ ქალაქში და დღესასწაულებზე საერთოდ ინგრევა) წლობით ციხეში უშვებენ. ქუჩაში დგომისთვის 5000 ლარიან ჯარიმას აკისრებენ. ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილო ქოცო ფრენდებო, იქნებ რომელიმემ მითხრათ, მართლა მოგწონთ ასეთი საქართველო? მართლა გგონიათ, რომ ეს არის სამართალი?"

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის "ამას ვერ მოუსმენდა".

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სხდომათა დარბაზში. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.