loader

სასამართლომ დეა მამისეიშვილს და მარიამ გეგუჩაძეს 3000-3000, ხოლო გიგა მაქარაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლომ დეა მამისეიშვილს და მარიამ გეგუჩაძეს 3000-3000, ხოლო გიგა მაქარაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის საქ­მე­ზე აქ­ტი­ვის­ტე­ბი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე და გი­გია მა­ქა­რაშ­ვი­ლი, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო.

სა­სა­მარ­თლომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე­სა და დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლის 3000-3000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა, ხოლო გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლის 4000 -ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის 2025 წლის 6 ივ­ნისს წარ­მოდ­გე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბა/სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173 (16) მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ლან­ძღვა-გი­ნე­ბას, მას­ზე შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გა­და­კი­დე­ბას ან/და მის მი­მართ სხვაგ­ვა­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან ან საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბი დღეს, 11 ივ­ნისს წა­რედ­გი­ნა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს.