loader

“ისინი მივიდნენ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო” - მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ისინი მივიდნენ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო” - მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს

ფილარმონიასთან, მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს.

როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, “ისინი მივიდნენ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო”. მათე დევიძე, 19 ნოემბერს, სწორედ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი", "ძირს უსამართლო სასამართლო”.

ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.