loader

"როგორ არ უნდა უსურვო ამათ, რომ ზუსტად იმავე სამართლით მიეზღოთ ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე, რითიც დღეს მათე დევიძე გაუშვეს ციხეში - სათითაოდ ყველას - მომფიქრებელს, დამგეგმავს, აღმსრულებელს, გამმართლებელს" - როგორ ეხმაურებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მათე დევიძის განაჩენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ არ უნდა უსურვო ამათ, რომ ზუსტად იმავე სამართლით მიეზღოთ ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე, რითიც დღეს მათე დევიძე გაუშვეს ციხეში - სათითაოდ ყველას - მომფიქრებელს, დამგეგმავს, აღმსრულებელს, გამმართლებელს" - როგორ ეხმაურებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მათე დევიძის განაჩენს

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას საზოგადოების წარმომადგენლები ეხმაურებიან

ანიტა რაჭველიშვილი

"თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!"

კახა კინწურაშვილი

"ყველამ ყველაფერი იცის, ყველა თავის სიმძიმეს ატარებს დღეს ქვეყანაში და ყველამ იცის, რამდენად უსამართლოა ის გადაწყვეტილება რაც დღეს იქნა მიღებული და რაც შემდეგში დაიშვება.

მე ვიცი, რომ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება ყოველ ჯერზე დღეის ამას იქით და ამ უსამართლობას, მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი არ შევეგუები და ახლა უკვე, თითოეულ მოქალაქეზეა ჯერი.

როცა ქვეყანაში უსამართლობა ხდება, პასუხისმგებლობა არის თითოეულ.”

დათო გორგილაძე

„ცდილობ ზოგჯერ ადამიანი, რომ უფრო მეტად ადამიანი გახდე - ვინმესგან არ იწყინო, თუ გეწყინება აპატიო, თუ მთლად ვერ აპატებ, იმავე ბოროტებით არ მიუზღო, როგორც დაიმსახურა.

აბა, როგორ გინდა ეს გამოგივიდეს ლპობის იმ მდგომარეობაში, სადაც შეგვიყვანეს.

როგორ არ უნდა უსურვო ამათ, რომ ზუსტად იმავე სამართლით მიეზღოთ ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე, რითიც დღეს მათე დევიძე გაუშვეს ციხეში.

სათითაოდ ყველას - მომფიქრებელს, დამგეგმავს, აღმსრულებელს, გამმართლებელს.

ჰოდა, გისურვებთ.“

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

"ქვეყანა, სადაც ყბის ძვლების დალეწვის, ადამიანზე წიხლებით შედგომის, სახეში გაზის პირდაპირი შეფრქვევის, ადამიანის უკანონოდ მანქანაში ჩატენვის და გატაცების, ქალებისთვის ხელების გადაგრეხვის და სხვა უამრავი დანაშაულისთვის ვიღაცებს ჯარიმასაც კი არ აკისრებენ, ხოლო ზოგიერთებს ბოთლის სროლისთვის, ლოყის მსუბუქად აწითლებისთვის და ფეიერვერკის ფრქვევისთვის (რომელსაც დღედაღამ ბრახუნი გაუდის მთელ ქალაქში და დღესასწაულებზე საერთოდ ინგრევა) წლობით ციხეში უშვებენ. ქუჩაში დგომისთვის 5000 ლარიან ჯარიმას აკისრებენ. ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილო ქოცო ფრენდებო, იქნებ რომელიმემ მითხრათ, მართლა მოგწონთ ასეთი საქართველო? მართლა გგონიათ, რომ ეს არის სამართალი?"

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.