loader

ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ქუთაიში ხანძარს ემსხვერპლა და ცნობილი ფეხბურთელის შვილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ქუთაიში ხანძარს ემსხვერპლა და ცნობილი ფეხბურთელის შვილია

ქუ­თა­ის­ში ხან­ძარს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ხან­ძრის შე­დე­გად 22 წლის მიშო აშ­ვე­თია გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გაჩ­ნდა, რა დრო­საც მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას ეძი­ნა და მან გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო.

მომ­ხდარს სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ტორ­პე­დოს" ფანკლუ­ბი ეხ­მი­ა­ნე­ბა - მიშო ფანკლუ­ბის წევ­რი იყო. ის ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას შვი­ლია.

"სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი მიშო აშ­ვე­თია. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის და­ჯე­რე­ბა და რა­ი­მე სი­ტყვე­ბის პოვ­ნა.

თა­ნა­ვუგ­რძნობთ ამ დიდ ტკი­ვილს, ჩვე­ნი გუნ­დის და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დას მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას, მის ოჯახს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც მიშო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ძმაო… გვიყ­ვარ­ხარ და არას­დროს და­გი­ვი­წყებთ", - წერს "ტორ­პე­დოს" ფანკლუ­ბი..