"როდესაც ავდექი, ჩემს ირგვლივ ყველგან გვამები იყო" - ვრცელდება იმ მგზავრის კადრები, რომელიც ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა
Boeing 787 Dreamliner-ი, ასაფრენი ბილიკიდან ადგილობრივი დროით 13:40 საათზე აფრენიდან სულ რამდენიმე წუთში, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ მეგანიში ჩამოვარდა. თვითმფრინავში 242 მგზავრი იმყოფებოდა, მაგრამ სულ მცირე 260 ადამიანი დაიღუპა, რადგან ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა ხმელეთზეც.
ექიმ ჯოშის მიერ გადაღებულ სელფიზე ის და მისი მეუღლე სკამებზე ზიან და იღიმიან, ხოლო მათი პატარა ტყუპი ბიჭები და უფროსი ქალიშვილი გასასვლელის მოპირდაპირე მხარეს სხედან. წყვილის ტყუპი ბიჭები - ნაკული და პრადიუტი – ხუთი წლის იყვნენ, ხოლო მათი ქალიშვილი, მირაია, რვა წლის.
სასწაულებრივად გადარჩენილი ბრიტანელი
40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში, სასწაულებრივად გადაურჩა თვითმფრინავის კატასტროფას. მგზავრი 11A სკამზე იჯდა, როდესაც თვითმფრინავი გუჯარატის საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. გადარჩენილი იხსენებს: "აფრენიდან ოცდაათი წამში, ძლიერი ხმა გაისმა, შემდეგ კი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა".
"როდესაც ავდექი, ჩემს ირგვლივ ყველგან გვამები იყო", - განუცხადა მან ადგილობრივ მედიას.
გამაოგნებელი კადრები აჩვენებს მგზავრს, რომელიც კატასტროფის ადგილიდან გარბის.
ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის შემდეგ განაცხადა, რომ მათი აზრით, რეისზე გადარჩენილები არ იყვნენ, ხოლო მაშველებმა ჟურნალისტებს ავარიის ადგილზე განუცხადეს, რომ მათ ათობით ცხედარი იპოვეს იმ შენობების შიგნით, რომლებსაც თვითმფრინავი შეეჯახა ჩამოვარდნისას.