loader

ტრაგედია თეა დარჩიას ოჯახში - "არ ვიცი, რო­გორ უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ ეს არ გა­და­სა­ტა­ნი ტკი­ვი­ლი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია თეა დარჩიას ოჯახში - "არ ვიცი, რო­გორ უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ ეს არ გა­და­სა­ტა­ნი ტკი­ვი­ლი"

უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი - 21 წლის დე­მეტ­რე დარ­ჩია შე­ე­წი­რა. ის გუ­შინ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ძი­ე­ბე­ბი ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ბა­ზა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი, რომ­ლის დე­ტო­ნა­ცია მოხ­და იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც დე­მეტ­რე დარ­ჩია მას­თან ახ­ლოს იყო.

რო­გორც ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რი, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, დარ­ჩია სულ რა­ღაც 4 თვის ჩა­სუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე თეა დარ­ჩი­ას ძმის შვი­ლი იყო. მომ­ხდარს ხე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

- ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი, დემ­ნა დარ­ჩი­აა, ჩემი ძმის, და­ვით დარ­ჩი­ას შვი­ლი და იღუ­მე­ნია სი­დო­ნია დარ­ჩი­ას ძმის შვი­ლია. ის უკ­რა­ი­ნა­ში გა­ექ­ცა მშობ­ლებს საბ­რძოლ­ვე­ლად და დაჭ­რი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის დახ­მა­რე­ბი­სას ნაღ­მზე აფეთ­ქდა. 21 წლის ბავ­შვი , სი­კე­თის და სიყ­ვა­რუ­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა აღარ არის.

არ ვიცი, რო­გორ უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ ეს არ გა­და­სა­ტა­ნი ტკი­ვი­ლი. და­ვით , ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო ძმაო, თეა ,ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო, დე­დაო, ჩემო ერ­თა­დერ­თო, მე­უ­ფეო, ჩემო იმე­დო და დემ­ნას დებო და ძმე­ბო, ჩემო ტკბი­ლე­ბო არც ვიცი რით გა­ნუ­გე­შოთ ან რა გი­თხრათ, მაგ­რამ დემ­ნა ჩემ­თვის გმი­რია, გმი­რი სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, რო­მელ­მაც უბ­რა­ლოდ ვერ შეძ­ლო უმოქ­მე­დოდ ყოფ­ნა და თავი შეს­წი­რა ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლას!

ნა­თე­ლი და სა­უ­კუ­ნო ხსოვ­ნა შენს უკ­ვდავ სულს ჩემო ლა­მა­ზო, ნი­ჭი­ე­რო და კე­თილ­შო­ბი­ლო დემ­ნა. მიყ­ვარ­დი, მიყ­ვარ­ხარ და სულ მეყ­ვა­რე­ბი სა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას შენ ჩემი გმი­რი ხარ დემ­ნა," - წერს დარჩია.

233-1749799839.jpg