მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსწავლეებისთვის - რას ითვალისწინებს ცვლილება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარებას ეხება?
დამამთავრებელ კლასში სასკოლო გამოცდები ბრუნდება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარება კი ახალი მოდელის შესაბამისად მოხდება.
ამის შესახებ საუბარია ირაკლი კობახიძის მოხსენებაში, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას ეხება.
"შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) დანამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს“ - ნათქვამია მოხსენებაში