loader

"ბევრი ზარი შემომდის და ფიზიკურად ვერ ვპასუხობ ყველას..." - ახალი დეტალები ხაშურში დატრიალებულ ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრი ზარი შემომდის და ფიზიკურად ვერ ვპასუხობ ყველას..." - ახალი დეტალები ხაშურში დატრიალებულ ტრაგედიაზე

ხაშურში, რამდენიმე დღის წინ დატრიალებული ტრაგედიის დეტალები ამ დრომდე უცნობია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 5 ივნისს, დილის 8 საათზე სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ მამას, ლევან ბარბაქაძეს საშინელი სურათი დახვდა, მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი მეუღლე, ნანა ხიხაძე - უგონოდ და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალი ჯერ ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.ნანა ამ დრომდე კლინიკაში რჩება და როგორც ცნობილი ხდება, ექიმების რამდენიმე დღიანი მკურნალობა შედეგიანი აღმოჩნდა. ქალის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია, ის გონზე მოვიდა.

ფაქტს ადასტურებს სოციალურ ქსელში ნანა ხიხაძის ძმაც."ბევრი ზარი შემომდის და ფიზიკურად ვერ ვპასუხობ ყველას. ნანას მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია. კონტაქტურია. მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და ყურადღებისთვის", - წერს ძმა, გიორგი ხიხაძე.ბავშვის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ამ დრომდე კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება. კონკრეტულად რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ არის. სპეციალისტების დასკვნის მოლოდინშია ყველა.

ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი ამბობს, რომ საგონებელში არიან ჩავარდნილები, რადგან ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პირველადი პასუხით ბოტულიზმი გამოირიცხა.

"ჯერჯერობით ველოდებით ექსპერტიზის საბოლოო პასუხებს, გაიგზავნა მასალა ლუგარის ლაბორატორიაში, მაგრამ ჯერ საბოლოო პასუხი არ მიგვიღია. მართალია, სურსათის უვნებლობის სამსახური საკვებზე ცალკე ატარებს ექსპერტიზას, მაგრამ ჩვენ დამატებით ბინიდან პოლიციის მიერ ამოღებული საკვებიც გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში, რადგან გვთხოვეს, რომ ისიც გაგვეგზავნა, იმასაც შევამოწმებთო. იქაც მოხდება ამოღებულ საკვებზე ექსპერტიზის ჩატარება.

პარალელურად ვიცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ატარებს ექსპერტიზას სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალაზე.

რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის დედას, ის ხაშურიდან ინტუბირებული წაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში... დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებული მასიდან სავარაუდოდ, ამოითესა სალმონელა. ეს საბოლოო დასკვნა არ არის. სალმონელოზი ნაწლავური ინფექციაა, მაგრამ სწრაფი სიკვდილი რომ გამოეწვია, ისეთი ბაქტერია არ არის. ამიტომ, ახლა ვართ სრულ გაურკვევლობაში და ველოდებით სხვა კვლევების შედეგებს.

ბოტულიზმი გამოირიცხა, ქალის კუჭიდან ამოღებულ მასალაში ბოტულიზმი არ ამოითესა. სალმონელა კი არ არის ისეთი ტოქსინი, რომ ეს მძიმე შედეგი გამოეწვია, ამიტომ უფრო მეტად ჩავვარდით საგონებელში.

ბარბაქაძეების ოჯახში იმდენად მძიმე ვითარებაა, დეტალურად კითხვებსაც ვერ ვსვამთ. განადგურებულია ოჯახი და მთელი უბანი განვიცდით ამ დიდ ტრაგედიას. ჩემს მეზობლად ცხოვრობენ და ვერ აგვიხსნია, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია.

საჭმელებიდან იქ იყო აჯაფსანდალი, შებოლილი ძეხვი კვერცხში შემწვარი და შესაძლოა, კვერცხისგან იყოს გამოწვეული სალმონელა. იმიტომ, რომ ძირითადად კვერცხიდან ხდება სალმონელით დაინფიცირება.

სურსათის უვნებლობაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ატარებს კვლევებს. ჩვენ ჩვენსაზე ვართ პასუხისმგებელი", - გვითხრა რამდენიმე დღის წინ ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ჩიქოვანმა. განგრძეთ კითხვა