"მერაბ დვალიშვილს მივმართავ, მას „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო" - რეზო კიკნაძე
მას [მერაბ დვალიშვილს] „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, - ასე მიმართა აქციების პერიოდში დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს.
როგორც რეზო კიკნაძემ მიმართვაში განაცხადა, აქციაზე დაკავებულები ისჯებიან იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსეთისკენ მიდიოდეს.
„მერაბ დვალიშვილს მივმართავ - მას სინდისის პატიმრები უხსენეს და ვერ გაიგო. ძალიან მოკლედ ავუხსნი, თუ რატომ ვართ აქ - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, ევროპულ მომავალს ვითხოვდით და კობახიძემ თქვა, რომ „სანამ „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ევროპასთან კავშირი და მოლაპარაკებები არ გვექნებაო“. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, არ გინდა, რომ რუსეთისკენ მივდიოდეთ. ამის გამო ვყავართ აქ და ამის გამო გვისჯიან 5, 6 და 7 წელს“, - განაცხადა რეზო კიკნაძემ.