loader

შემოწმების მიზნით, პატიმრების სრულად გაშიშვლება აიკრძალა - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემოწმების მიზნით, პატიმრების სრულად გაშიშვლება აიკრძალა - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, პა­ტიმ­რე­ბის სრუ­ლად გა­შიშ­ვლე­ბის პრაქ­ტი­კა აიკ­რძა­ლა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის გან­მარ­ტე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ გა­ი­ზი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­თხოვ­ნა სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით პა­ტიმ­რე­ბის გა­შიშ­ვლე­ბის პრაქ­ტი­კის აღ­მო­ფხვრის თა­ო­ბა­ზე.აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ავ­რცე­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა 2025 წლის 5 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლით, რო­მელ­შიც სა­და­ვოდ იყო გამ­ხდა­რი №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ბუ­ლე­ბე­ბის ის ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნებს პა­ტიმ­რის სხე­უ­ლის მთლი­ან გა­შიშ­ვლე­ბას მისი სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბის დროს. კერ­ძოდ, სა­და­ვო ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბი­სას, ბრალ­დე­ბუ­ლი/მსჯავ­რდე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მი­თი­თე­ბის შემ­დეგ, მთლი­ა­ნად გა­ე­ხა­და ან გა­ე­შიშ­ვლე­ბი­ნა სხე­უ­ლის შე­სა­ბა­მი­სი ნა­წი­ლე­ბი.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო ან­გა­რი­შებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა არა­ერ­თხელ მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა შე­სა­ბა­მის დე­ბუ­ლე­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნით, უზ­რუნ­ვე­ლე­ყო სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბი­სას პა­ტიმ­რის სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის ერ­თდრო­უ­ლად გა­შიშ­ვლე­ბის მო­თხოვ­ნის პრაქ­ტი­კის აღ­მო­ფხვრა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი აქამ­დე არ იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის შემ­დეგ, 2025 წლის 11 ივ­ნი­სის წე­რი­ლით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს აც­ნო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის 2025 წლის 10 ივ­ნი­სის ბრძა­ნე­ბე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და № 1851 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლით გა­სა­ჩივ­რე­ბულ დე­ბუ­ლე­ბებ­ში და ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­წეს­რი­გე­ბით სრუ­ლად აღ­მო­ი­ფხვრა მო­სარ­ჩე­ლის მიერ სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი სა­კი­თხე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­ე­სალ­მე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლი­თაც გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი იქნა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა, სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით პა­ტიმ­რის სხე­უ­ლი მთლი­ა­ნად გა­შიშ­ვლე­ბის პრაქ­ტი­კის გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­მარ­თავს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს საქ­მის წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტის მო­თხოვ­ნით“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.