loader

“მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა…” - რა ხდება ისრაელში ამ წუთებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა…” - რა ხდება ისრაელში ამ წუთებში

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

„მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა… ირანული თავდასხმა გრძელდება. ისრაელის მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტაა გაშვებული“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მედიის ცნობით, თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.

ისრაელის თავდაცვის ძალები საზოგადოებას მოუწოდებენ რაკეტების დარტყმის ლოკაციები და ფოტოები არ გაავრცელონ, ვინაიდან „მტერი თვალს ადევნებს კადრებს საკუთარი შეტევითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“.