“გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ” - ძმები ჭოხონელიძეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მომღერალი ძმები, ლუკა და გიორგი ჭოხობელიძეები გამოთქმულ კრიტიკას და ბულინგს ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"მოგესალმებით,
ზოგადად აქტიურობით, პოსტებით და მოწოდებებით არ გამოვირჩევით, თუმცა გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ.
პირველ რიგში, ყველას, ბიჭებს, ვინც არიან დღეს პატიმრობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ესეა დღესაც!
მეორე, ჩვენ ქართული ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს.
ასევე, სოც.ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას და ქმედებას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრი დაფიქსირებით საზოგადოებაში.
ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუ-შიც. რაც შეხეება გუშინდელ დღეს, ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირდებით და დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადმიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ, რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა.
თსუს თვითმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია და თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც.
კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი - ბიჭი რომ ამოხტა და ვერავინ, ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული, ვერ გაიგო რა უნდოდა. არაფერი ისმოდა და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდე ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო.
ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ - სცენასთან ვიდექით 2 საათი დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა - ბიჭებო, აქციაა, რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია.
„სირცხვილიას“ გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო.
ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება, მშვიდობა და ერთიანობა, რაც ყველაზე მეტად გვაკლია!!
ჩვენს საყვარელ ქართველებს კი ერთს ვურჩევთ, კაცი წაბორძიკებული არაა ჩაწიხვლას რომ იწყებთ, ერთის საშველად მეორეს წიხლავთ. არამგონია კარგი მიდგომა იყოს ან რომელიმე გაგებით გამართლებული!
და ბოლოს, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს, სანამ ერთად ვართ ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გაივლის!!
პ.ს. კიდევ გვინდოდა რაღაცეების დაწერა, ზრდილობა და აღზრდა არ გვაძლევს საშუალებას. მადლობა ყურადღებისთვის,
გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები
„ჭოხოები“ — წერია ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
გუშინ საღამოს თსუ-ის მე-2 კორპუსში იმართებოდა კონცერტი, რომელშიც ნატო გელაშვილის ვაჟებიც იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ამიტომ გააკრიტიკეს ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები.
“დღეს ჩვენი ტოლი ახალგაზრდა, მათე დევიძე სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ ჩასვეს ციხეში 4 წლითა და 6 თვით. ამის პასუხად, საქართველოს მოქალაქეები შევიკრიბეთ იმ ადგილას, სადაც მათე დევიძე უკანონოდ დააპატიმრეს, საიდანაც მარშით გადავინაცვლეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ. მაშინ, როცა გარეთ დიდი აქციაა, თსუ-ის მე-2 კორპუსში იმართებოდა კონცერტი, საიდანაც შევეცადეთ, ჩვენი ხმა გაგვეგონებინა იქ მყოფი სტუდენტებისათვის. სამწუხაროდ, ამისი საშუალება არ მოგვეცა. ჩვენი, თითოეული სტუდენტისა და ახალგაზრდის ვალია, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს ბრძოლაში სამშობლოს გადასარჩენად! ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! #დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი“- წერს “დაასრულე“ და ვიდეოს აქვეყნებს.