რას ჰყვება ინდოეთის ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი? - ცნობილია ადგილი თვითმფრინავში, სადაც ის იჯდა
ინდოეთში ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა. ბორტზე 244 ადამიანი იმყოფებოდა.
გადარჩენილი მამაკაცი ვიშვაშ კუმარ რამეში,რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, ამჟამად საავამდყოფოში იმყოფება.
მედიის ცნობით, მგზავრი მე-11 რიგში, A სკამზე იჯდა.
"ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. როცა გონს მოვეგე, გარშემო მხოლოდ ცხედრებს ვხედავდი. შემეშინდა. ავდექი და გავიქეცი. ჩემს გარშემო თვითმფრინავის ნაწილები იყო მიმოფანტული. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა", - იხსენებს მამაკაცი.
რამეშის თქმით, ის ლონდონში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ძმასთან, აჯაისთან ერთად ინდოეთისქალაქ დიუში იმყოფებოდა. მისი ძმა თვითმფრინავში სხვა რიგში იჯდა.
ცნობისთვის, 12 ივნისს, სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ინდოეთიდან ლონდონში მიფირნავდა, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და სტუდენტების საერთო საცხოვრებელს შეეჯახა.
ვიდეო: "რუსთავი 2"