"ვინც ჩემი ოჯახის ბულინგით ხართ დაკავებული..." - გიორგი ჭოხონელიძის მეუღლე ანეტა ნიკურაძე მიმართვას ავრცელებს
მომღერალ გიორგი ჭოხონელიძის მეუღლე ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ვინც ჩემი ოჯახის ბულინგით ხართ დაკავებული და არ იზიარებთ ობიექტურ, რეალობას, ადამიანურ მორალს არ და ვერ გესმით (კაცობა, ქალობა) ზნეობა, შინაგანი სინდისის ენა, უცხოა თქვენთვის განსხვავებული აზრი, საკუთარი საქმისადმი პატივისცემა, უმორჩილესად გთხოვთ თავად ამოიშალოთ ჩემი "მეგობრების" სიიდან unfollow!
პ.ს.ბევრნი იქნებით და სამწუხაროდ, ამდენი თავისუფალი დრო არ მაქვს!
სიყვარულით ანე
რჩევა:
როცა რაღაც არ მოგვწონს, კორექტულადაც არის შესაძლებელი ამის გადმოცემა,
რეცეპტი: სულ ცოტა ჰომოსაპიენსის უნარებს + კაცთმოყვარეობა = პატივისცემას თანამემამულის
ბიჭებო მიყვარხართ!" - წერს ანეტა ნიკურაძე.
ასევე იხილეთ: “გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ” - ძმები ჭოხონელიძეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ნატო გელაშვილი მიმართვას ავრცელებს, რა მოხდა გუშინ, კონცერტის დროს? - "შორს ხელები ჩემი ოჯახიდან!"