loader

დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პოლიციამ ის დღეს დილით, სახლთან დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პოლიციამ ის დღეს დილით, სახლთან დააკავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ სამხარაძის ძმა აცხადებს, ის პოლიციელებმა კი არ დააკავეს, „გაიტაცეს“.

სამხარაძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ და მიზეზებს განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.

ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.