"10 წუთით დამაგვიანდა" - რას ამბობს სტუდენტი, რომელიც ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა
სტუდენტი ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა. ის საცობში მოყვა, 10 წუთით დააგვიანა და რეისს ვეღარ მიუსწრო.
როგორც ბჰუმი ჩაუჰანი ამბობს, ის ქმართან ერთად ბრისტოლში ცხოვრობს, დასასვენებლად დასავლეთ ინდოეთში იმყოფებოდა.
"მძღოლზე ძალიან გავბრაზდი, რადგან ვერ მივუსწარი რეისს და აეროპორტი იმედგაცრუებულმა დავტოვე.
ვთხოვე, შიგნით შევეშვი, რადგან მხოლოდ 10 წუთით დავაგვიანე. ვუთხარი, რომ ბოლო მგზავრი ვიყავი, თუმცა ამის უფლება არ მომცეს. აეროპორტიდან გამოვედით და ჩაის დასალევად ერთ ადგილას გავჩერდით... ტურისტულ სააგენტოსთან ვსაუბრობდით, თუ როგორ დაგვებრუნებინა ბილეთების თანხა... სწორედ იქ გავიგე, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა. სასწაულებრივად გადავრჩი", - იხსენებს ჩაუხანი.
ცნობისთვის, 12 ივნისს, სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ინდოეთიდან ლონდონში მიფირნავდა, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და სტუდენტების საერთო საცხოვრებელს შეეჯახა. ავიაკატასტროფას 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მხოლოდ ერთი ადამიანი კი სასწაულებრივად გადარჩა.