ვრცელდება კადრები, როგორ აწყობენ "მოსადის" აგენტები ირანის სიღრმეში რაკეტებსა და ასაფეთქებელ დრონებს - სიზუსტით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო
ირანზე 200 საბრძოლო თვითმფრინავის გაშვებიდან რამდენიმე საათში, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გამოაქვეყნეს ვიდეომასალა, რომელზეც, მათი თქმით, ჩანს, თუ როგორ აწყობენ „მოსადის“ აგენტები ირანის სიღრმეში რაკეტებსა და ასაფეთქებელ დრონებს. ეს რაკეტები თეირანთან ახლოს მდებარე სამიზნეებისკენაა მიმართული.
მოსადი ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტოა. მისი დანიშნულებაა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, ანტიტერორიზმი, ანტისახელმწიფოებრივი ზრახვებისა და უკანონო შეიარაღებული ქმედებების გამოძიება. ინსტიტუტი ისრაელის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის კომპონენტია, დამოუკიდებელია სამხედრო დაზვერვისა და ეროვნული პოლიციისგან.