ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გენერალურ პროკურატურაში გადაამოწმა, სადაც აღნიშნული დაუდასტურეს.
ვახტან გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.