loader

ტრაგედია გონიოში: ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია გონიოში: ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამედიცინო ცენტრში (BMC) გადაიყვანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილსაც დაეჯახა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს