ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპულების ვინაობა - "დიდი ტრაგედია დატრიალდა, სამი ულამაზესი გოგონა დავკარგეთ"
ტრაგედია დატრიალდა გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "ბმს"-ში გადაიყვანა.
დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მეგი ჯაიანი, სალომე გორგაძე და ანა მახარაძე. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ.
ტრაგედიის ადგილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეძახა, ხოლო ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილსაც შეეჯახა.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა. სამი ულამაზესი გოგონა დავკარგეთ. ავტომობილით გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახნენ. სასწრაფოს ბრიგადას სამივე გოგონა დაღუპული დახვდა. მათთან ერთად ორი ბიჭი იყო, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი" - ჰყვებიან თვითმხილველები.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლი დაიწყო.