დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და "ჭოხოებს" შორის - „ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით! ადამიანი, რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად" - რას პასუხობს ჟორჟოლიანი?
ძმების გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების სტატუსს 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და ბიჭებს მადლობა გადაუხადა.
"გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ... პირველ რიგში, ბიჭებს ვინც დღეს პატიმრობაში არიან ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა" - გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები.
ამ პოსტის შემდეგ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მადლობელი იქნებიან ყველასი ვინც ამ გზით ივლის.
ჟორჟოლიანის სტატუსს "ჭოხოები" გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის გზით ისინი არასოდეს ივლიან.
"პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს!ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!!უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ.ადამიანი , რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე!ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ!კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!" - "ჭოხოების პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს"
"ჭოხოების"ამ სტატუსს ისევ გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი:
"ლუკა, ჩემთვის მთავარია პატიმრების გვერდით ხართ და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.არსად წერია რომ ჩემი გზა აირჩიეთ.ახლა ყველა პატიოსანი და სწორი ადამიანის გზა, პატიმრების არჩევაზე გადის.მიხარია რომ სამთავრობო თვითმმართველობას გაემიჯნეთ და პატიმარი მათე დევიძე აირჩიეთ.სწორი გზა ესაა და ამ გზაზე სიარული გააგრძელეთ. მთავარია ამ გზიდან არ გადაუხვიოთ"
ცნობისთვის, შემთხვევა 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში გამართულ კონცერტზე მოხდა, რა დროსაც პარალელურად მათე დევიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. სცენაზე მყოფ მომღერლებს მოქალაქეებმა მიმართეს ფრაზით: "ჩვენი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწად-ნახევარი ჩასვეს, გთხოვთ, რამე თქვით."