loader

"საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ, რომ უსასრულო წყვდიადში სინათლე გამოჩნდა" - მათე დევიძის მიმართვა ციხიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ, რომ უსასრულო წყვდიადში სინათლე გამოჩნდა" - მათე დევიძის მიმართვა ციხიდან

"პუბლიკა" მათე დევიძის მიმართვას ავრცელებს:

"გამარჯობა თანამებრძოლებო,ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ, არ მინდა თავი მოგაბეზროთ, ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას თანადგომისთვის.

მესამე დღეა ტელევიზორს ვერ ვცილდები, საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ, რომ უსასრულო წყვდიადში სინათლე გამოჩნდა.

ისინი ჩემთან ერთად ძალიან ახლოს არიან, ისინი სინდისის პატიმრები არიან...გამარჯვება ძალიან ახლოსაა...

სიცოცხლე თავისუფლებისთვის გადადგმულ ნაბიჯებშია, სრული სვლით თავისუფლებისკენ- მათე დევიძე

ცნობისთვის, 12 ივნისს 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო