loader

ვრცელდება კადრები ბინიდან, სადაც ცნობილი ქართველი ქირურგი ოპერაციებს უკანონოდ ატარებდა - სკანდალური საქმის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები ბინიდან, სადაც ცნობილი ქართველი ქირურგი ოპერაციებს უკანონოდ ატარებდა - სკანდალური საქმის ახალი დეტალები

ავ­სტრი­ა­ში ქარ­თვე­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ambebi.ge-ზე პირ­ვე­ლად თე­ბერ­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. ავ­სტრი­უ­ლი მე­დია მა­შინ ექი­მის სა­ხელს და გვარს არ წერ­და, თუმ­ცა გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი ზუ­რაბ კე­კე­ლი­აა.

ექი­მის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, არა­ერთ წყა­როს­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ოჯა­ხი სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­კე­ლი­ას კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­დნენ, ამ­ბობ­დნენ, რომ მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კე­კე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად მოს­კოვ­ში მკურ­ნა­ლობ­და და მალე თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და. კე­კე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბა­ვი ჩვენ­გან გა­ი­გეს და და­ჯე­რე­ბა გა­უ­ჭირ­დათ.

5 ივ­ნისს კე­კე­ლია გა­ა­სა­მარ­თლეს და ავ­სტრი­ულ მე­დი­ა­ში, მისი ინი­ცი­ა­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდა. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის თარ­გმანს.ვე­ნა­ში ქარ­თველ პლას­ტი­კურ ქი­რურგს, ზუ­რაბ კ.-ს, გან­ზრახ მძი­მე სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის 20-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბით დას­რულ­და, გა­სულ თე­ბერ­ვალს მოხ­და. 36 წლის ზუ­რაბ კ., რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ტივ­ცე­მულ ქი­რურ­გად ით­ვლე­ბა, ვე­ნა­ში უკა­ნო­ნო კოს­მე­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს ატა­რებ­და.

უკა­ნო­ნო ოპე­რა­ცია სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გა­სუ­ლი წლის 11 თე­ბერ­ვალს, ვე­ნის ლან­დშტრა­სეს რა­ი­ონ­ში, ზუ­რაბ კ.-მ 58 წლის ქალს უკა­ნო­ნოდ ჩა­უ­ტა­რა ნი­კა­პის ლიფ­ტინ­გის პრო­ცე­დუ­რა. ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ქალს იმ­დე­ნად მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და და ღამე ვე­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კის (AKH) რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ა­ტა­რა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო და სას­წრა­ფო ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო.

რო­გორც გა­ირ­კვა, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ქალ­მა მე­გობ­რის­გან ე.წ. კოს­მე­ტი­კუ­რი წვე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, სა­დაც ია­ფად სთა­ვა­ზობ­დნენ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რებს. სწო­რედ ამ გზით ჩა­ე­წე­რა იგი ნი­კა­პის ლიფ­ტინგზე. ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და ვე­ნის ერთ-ერთ ბი­ნა­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა "სის­ხლი­ან და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ულ“ გა­რე­მოდ აღ­წერ­და. პრო­ცე­დუ­რა ქალს 1 500 ევრო და­უჯ­და.

ავ­სტრი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ პრო­ცე­დუ­რას მი­ნი­მუმ 8000 ევ­როდ აკე­თე­ბენ. განაგრძეთ კითხვა>>>

pppppppppppppppppppp-1749974927.jpg

22222222222-1749974957.jpg

ვიდეო: "ფორმულა"