loader

„ჯორჯიან ეარვეისი“ - 16 -17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ჯორჯიან ეარვეისი“ - 16 -17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია

16 და 17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

„მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.

ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.

“ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.