"მაპატიოს ამ ანგელოზის მშობელმა , რომ ვასაჯაროებ ამბავს, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, განგაშის დროა" - მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოქალაქე მიმართვას ავრცელებს
"მაპატიოს ამ ანგელოზის მშობელმა , რომ ვასაჯაროებ ამბავს , რომელსაც გვერდს ვერ ავუვლიდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.
მოგეხსენებათ გუშინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში. ეს ბავშვი, ეს მშვენიერი გოგონა ჩავარდა ნაგვით ამოვსებულ სარდაფში და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნებისმიერი სიტყვა უძლურია არ მაქვს უბრალოდ. ვუსამძიმრებ ახლობლებს დიდი ტკივილით
მაგრამ ახლა დავუბრუნდები მიზეზს რისთვისაც ვწერ ამას ყველაფერს, აი თქვენ ზუსტად თქვენ ვინც გაიძახით “ჩემი გარაჟი” , “ჩემი სარდაფი” , “ჩემი ტერიტორია”… და ბოდიში და ნაგვით არის სავსე.
სადაც ბავშვები თამაშობენ . როგორ უყურებთ თქვენს მეზობელს თვალებში ? რა გარანტია გაქვთ რომ თქვენ დაჟანგებულ და გაოხრებულ ნაგვით სავსე “გარაჟზე” არ აბობღდება ბავშვი და არ ჩავარდება შიგ.
ნახევრად ღია სარდაფები, ღია სახურავის სხვენები ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი! განგაშის დროა ხალხნო არ დაიღალეთ?
კულტურა არ გაგვაჩნია ერს ! რომ ჩვენს კარმიდამოს მივაქციოთ მაქსიმალურად ყურადღება , ჩვენვე ვიზრუნოთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე , სხვა არ მოვა და არ გეტყვის მიხედეო .
ზუსტად ჩვენ ვართ ვალდებულები, ჩვენ! ამოვიდა უკვე ყელში ეს სიბნელე. შეაწუხეთ თავმჯდომარეები და მიხედეთ თქვენს ეზოებს თუ კორპუსებს ! გასკდა გული
არ ვწერ ანონიმურად ,ვისაც არ მოეწონება ესეიგი საჭირო იყო გულზე მოგხვდებათ ზოგს ვიცი
კიდევ ერთხელ გამძლეობა მშობლებს ,პატარა ნინო კი ზეცაში შეუერთდება ანგელოზების გუნდს
გამოფხიზლდით უფროსებო ამაზე დუმილი დანაშაულია !!!" - წერს თამუნა გოგოლაძე "ფეისბუქ" ჯგუფში ზღვის უბანი (თემქა) და ფოტოს ავრცელებს.