loader

გიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს - "ეს ყველაფერი ამპუტირებულ ფეხს ჰგავს, როცა გარკვეული პერიოდი გგონია რომ ფეხი თავის ადგილზეა, სანამ წავიქცევით გვეგონება რომ ორ ფეხზე ვდგავართ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს - "ეს ყველაფერი ამპუტირებულ ფეხს ჰგავს, როცა გარკვეული პერიოდი გგონია რომ ფეხი თავის ადგილზეა, სანამ წავიქცევით გვეგონება რომ ორ ფეხზე ვდგავართ"

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"რუსეთში ჩატარებული კვლევები ანახებენ, რომ 69% ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას უჭერს მხარს. ჩვენი 54% რა მოსატანია.

დღეს გამოქვეყნებული კვლევის ავტორებთან მაქვს თხოვნა. როგორც გვამცნეს ყველა ამომრჩევლის 54% უჭერს მხარს ოპოზიციის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ცხადია აქ ოცნების ამომრჩეველიც შედის. მეტიც, სავარაუდოდ ნახევარზე მეტი ოცნების ამომრჩეველია. იქნებ მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მონაცემი მოგვაწოდოთ.

ასევე, თუნდაც ყველა ამომრჩევლიდან 54%, ძალიან დაბალი ციფრია იმისთვის, რომ ხალხს "დავაბრალოთ" არჩევნებში მონაწილეობის მწველი სურვილი. აქამდე ნებისმიერ კვლევაში ეს ციფრი 70% უკაკუნებდა.

ზოგადად, საქართველოში ივანიშვილმა არჩევნები მოკლა. თუმცა მისი გარდაცვალება კვლევებში დიდი ხანი არ ამოვა. ხალხს ბევრი დრო დასჭირდება ამის გასაცნობიერებლად. ხალხს კი არა, აგერ პოლიტიკურ ლიდერებსაც კი უჭირთ რეალობის აღქმა.

შედარებისთვის, ეს ყველაფერი ამპუტირებულ ფეხს გავს, როცა გარკვეული პერიოდი გგონია რომ ფეხი თავის ადგილზეა.

სამწუხაროდ, სანამ წავიქცევით გვეგონება რომ ორ ფეხზე ვდგავართ და ამ კატასტროფაზე "ოცნებასთან" ერთად პასუხისმგებლობას არჩევნებში შევარდნის მოსურნე ოპოზიციაც გაიზიარებს

Iago Kachkachishvili დაგვდეთ პატივი" - წერს გიგი უგულავა.