loader

"კითხვაზე - რატომ ხორციელდება შეტევა გახარიაზე სწორედ ახლა, ერთადერთი პასუხი არსებობს:" - რას წერს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კითხვაზე - რატომ ხორციელდება შეტევა გახარიაზე სწორედ ახლა, ერთადერთი პასუხი არსებობს:" - რას წერს გია ხუხაშვილი?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"როგორც წესი, პოლიტიკაში კონსპირაციულ თეორიებს, რომელიც დომინირებს საქართველოში, რეალური საფუძველი არა აქვს და მოვლენების განვითარება ბევრად უფრო მარტივ, პირდაპირ ლოგიკას ეფუძნება.

შესაბამისად, კითხვაზე - რატომ ხორციელდება შეტევა გახარიაზე სწორედ ახლა?

ამ მარტივი ლოგიკით ერთადერთი პასუხი არსებობს:

ხელისუფალს გადაწყვეტილი აქვს ლეგალური პოლიტიკური სივრციდან გაიყვანოს პარტიები, რომელთაც პულსი ესინჯებათ და ისინი ჩაანაცვლოს დისტანციური პულტით მართვადი პოლიტიკური ფრანკენშტეინებით, რუსული ტიპის ე.წ. “სუვერენული დემოკრატიის”, სინამდვილეში კი ტოტალიტარიზმისკენ აღმავალი ავტორიტარიზმის დასამკვიდრებლად, უკვე ადგილობრივი არჩევნების ბაზაზე.

ამისათვის, კი სჭირდება უპირობო, მშვიდი და დამაჯერებელი გამარჯვება ოქტომბერში.

იცის რა რომ რეალური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას თბილისსა და რამდენიმე მეგაპოლისში, რაც მის დეფაქტო დომინირებას კიდევ ერთხელ დააყენებს ეჭვქვეშ, მისთვის მიუღებელია მოუთვინიერებელი პარტიების არჩევნებში მონაწილეობის განაცხადი.

მიუხედავად ჩემი პატივისცემისა პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ფაქტობრივად საკუთარი ფეხით მივიდნენ ციხის კარებთან და ტყვედ ჩაბარდნენ, ვიტყვი, რომ უმჯობესია თუნდაც უთანასწორო ბრძოლა გაუმართო უზურპატორს და ბრძოლაში დაეცე, ვიდრე კისერი მიუშვირო თავის მოსაჭრელად.

ნუ გექნებათ ილუზია, რომ ეს ხელისუფლება ზრუნავს დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაციის მოპოვებაზე. მას ლეგიტიმაციის სრულიად განსხვავებული, რუსული საზომი აქვს…" - წერს გია ხუხაშვილი.