loader

"ყვიროდა თურმე ბავშვი, შველას ითხოვდა... ამბობენ, სკამის ფეხს დაარტყა ყურის არე, ან შესაძლოა შუშის ნამსხვრევებს" - თემქაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყვიროდა თურმე ბავშვი, შველას ითხოვდა... ამბობენ, სკამის ფეხს დაარტყა ყურის არე, ან შესაძლოა შუშის ნამსხვრევებს" - თემქაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"არის რაღაც რისიც არ გვჯერა, მაგრამ არსებობს, ქვეცნობიერში მელაპარაკება ნინო, მასწავლის რა ვქნა და როდის, ახლა ერთად ვართ, ჩაეძინა, მშვიდ მუსიკას ვუსმენთ, მამა შენ ამქვეყნისთვის ზედმეტად კარგი ხარ, შენი სული იქაა, სადაც ანგელოზები არიან. მადლობა რომ იქიდან ზრუნავ! იქ შევხვდებით მა, ათი წელია სიყვარულს მასწავლიდი, ახლა შენ მასწავლე მა ამ ჯოჯოხეთში სიარული მა. შენ სულ ჩემს გულში იქნები მამა",- ეს უმძიმესი სიტყვები დაწერა სოციალურ ქსელში 13 ივნისს დაღუპული 10 წლის გოგონას მამამ, გიორგი ჩორგოლაშვილმა.

უმძიმესი ფაქტი თბილისში, თემქის მესამე მიკრო რაიონში დატრიალდა. 10 წლის გოგონა, ნინო ჩორგოლაშვილი მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშობდა, როცა მოულოდნელად ბავშვი კიბიდან გადავარდა, სადარბაზოსთან დაგროვილ ნაგავში ჩავარდა, სადაც სხვადასხვა სახის ნარჩენები და შუშები ეყარა, როგორც ჩანს, ბავშვმა დაზიანება მიიღო, ეტყობა არტერია დაუზიანდა, სისხლისგან ისე უცებ დაიცალა, რომ მისი გადარჩენა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ენითაუღწერელია ის ტკივილი, რასაც ახლა ის ადამიანები განიცდიან, ვინც სიცოცხლით სავსე პატარა გოგონას იცნობდა. საუბარი ყველას უჭირს.

"ამხელა უბედურება დატრიალდა. გუშინ წინ წვიმამ რომ გადაიღო, მას შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ დახუჭობანას. ეტყობა ნინიკოც დაიმალა, ვფიქრობ ჩაიცუცქა, თორემ სხვაგვარად არ ვიცი როგორ ჩავარდებოდა. ბავშვი სარდაფთან ორმოსავით ადგილას ჩავრდა. იქ ყრია ყველაფერი: შუშები, ხის სკამის დამტვრეული ფეხები, რკინა და ათასი ნაგავი, ამბობენ, სკამის ფეხს დაარტყა ყურის არე, ან შესაძლოა შუშის ნამსხვრევებს და ამისგან ბავშვს ჭრილობა ჰქონდა ყურის მიდამოში, როგორც ჩანს არტერია დაუზიანდა. მერე ყვიროდა თურმე ბავშვი, შველას ითხოვდა, ისევ ბავშვებს გაუგიათ და მისულან იქ, თვითონ რომ ნახეს ბავშვს ვერ ეხმარებოდნენ, გაქცეულან უფროსებთან და მათთვის უთხოვიათ დახმარება. ამოუყვანიათ ბავშვი, სისხლი სდიოდა და სამწუხაროდ საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა, ბავშვი სისხლისგან დაიცალა. წნევაც დაუვარდაო და გარდაიცვალა" - ამბობს მეზობელი "კვირის პალიტრასთან". განაგრძეთ კითხვა>>>