loader

"შეტყობინება მიუვიდათ, თქვენს კორპუსს რაკეტა უახლოვდებაო, მეზობელ კორპუსს დაეცა, რომელიც შუაზე გაიხლიჩა და ინერციით ჩემების კორპუსიც ჩამოშალა. ის ნაწილი, სადაც გოგოების საძინებლები იყო" - რას წერს ინფლუენსერი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეტყობინება მიუვიდათ, თქვენს კორპუსს რაკეტა უახლოვდებაო, მეზობელ კორპუსს დაეცა, რომელიც შუაზე გაიხლიჩა და ინერციით ჩემების კორპუსიც ჩამოშალა. ის ნაწილი, სადაც გოგოების საძინებლები იყო" - რას წერს ინფლუენსერი?

ინფლუენსერი, (მეჩანთე) დავით შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი ემიგრანტი დის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის.

"რადგან ამდენი კითხვაა, ცალ-ცალკე რომ არა ერთად მოგიყვებით...თეა და ანკა კარგად არიან... ცუგა"რიკიც გადარჩა და ჩიტიც (სახელი არ

ვიცი) დილას მძინარეს მეგობარის ხმა ჩამესმა, რომელიც ტელფონში საუბრობდა (ეკას უყვებოდა) გუშინ, "ბათიამი" დაიბომბა, თქვენები როგორ არიანო...როგორ ჩავრთე ტელფონი არ ვიცი. დედაჩემის 100-ზე მეტი გამოტოვებული ზარის "ნოთიფიკაციები", აჭრელდა ტელფონი, სანამ კავშირზე გავედი არვიცი რა განვიცადე.

წუხელ, უკვე დაძინებას აპირებდნენ sms მიუვიდათ თქვენს კორპუს რაკეტა უახლოვდებაო...წამოხტნენ "პიჟამოებით" და ის ის იყო სამალავში ჩავიდნენ, რომ აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს... რასაც ბიძგები მოჰყვა... სამალავში მტვერი შემოიყარა... რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა, რომელიც შუაზე გაიხლიჩა და ინერციით ჩემების კორპუსიც ჩამოშალა. ის

ნაწილი, სადაც გოგოების საძინებლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბეწვზე გადარჩნენ...მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს და ამდენი წლის

ნაშრომ ნაწვალები ნივთები, ავეჯი ტექნიკა ნანგრევებმა ჩაიტანა. ჩემი "რკინის ემიგრანტი" დაიკო მაინც ამბობს არაფრის მეშინიაო. დაინგრაო, კიდევ ვიშრომებ, კიდევ ვიწვალებ და თავიდან შევქმნინო...მთავარია ცოცხლები გადავრჩითო.. ისეთ "დუხზეა" არ ვიცი...რა მაქვს სატირელი

ღმერთის მადლით ცოხოხლები ვართო...თვენ არაფერზე არ იდარდოთო, აქეთ გვაწყნარებს მე და ჩემ მშობლებს....ვაჟკაცსა გული რკინისაო ამ გოგოზეა ნათქვამი, იმიტო კი არა რომ ჩემი დაა, უბრალოდ ეგეთია.. მე აქ ხელფეხშეკრული ვერაფრს ვშველი. ბოღმისგან და სიბრაზისკან

ლამისარი გავსკდე... უსუსურობისგან სიმწრის ცრემლებს ვყლაპავ... რას ვეტაკო არ ვიცი და ის კიდევ მე მაწყნარებს... იცინის და ცდილიბს რამე ისეთი მითხრას რომ გამაღიმოს. ძალიან მიყვარხარ Tea Sherozia გამძლეობა შენ და ანკას... ძალიან მენატრებით, გამძლეობა ისრაელის "ქართულ დიასპორას" და გამძლეობა ებრაელ ხალხს," - წერს შეროზია.