"უკიდურეს მომენატამდე არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ იძულებული ვარ, ასე საჯაროდ მოგმართოთ" - ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი მიმართვას ავრცელებს
ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი სამსახურს ეძებს და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
"ვეძებ სამსახურს, ყველა შემოთავზება განიხილება და მზად ვარ ახალი /განსხვავებული (არაჟურნალისტური) შესაძლებლობისთვის. ვიცი, საგიჟეთია, ყველას თავისი გასჭირვებია, მაგრამ ამ მძიმე მდგომარეობის გამო დავდექი მეც ამ რეალობის წინაშე...
დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის რომ ურთულესი დროება დგას, კი იცით... ვინც მედია ბაზარზე მუშაობს, ისიც დახურვის პირასაა (ტელევიზია იქნება თუ ონლაინ პლატფორმები) ჟურნალისტი, რომელიც 18 წელი ვმუშაობ/წყვეტა ამ პროფესიაში არ მქონია/ ყოველ დღე სიუჟეტი/ თითქმის ყველა გამოშვებაში ჩართვა მქონდა და ჯარისკაცულად ვშრომობდი (ვისაც შეხება ჰქონია მედიასთან იცის ეს რა ტიტანური შრომაა) - რომელი მედიაცაა დარჩენილი [კრიტიკულს ვგულისხმობ] მეუბნებიან რომ მოდი, მაგრამ ხელფასი არ გექნება...
იგივე და უარესი სიტუაციაა არასამთავრობო სექტორში... [ ანუ ყველასთან ყველაფერი მოკითხული მაქვს] უკიდურეს მომენატამდე არ მინდოდა ამის დაწერა,მაგრამ ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, ბინის კრედიტი მაქვს, ჩემი შემოსავალი მხოლოდ ჩემი კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება იყო, იძულებული ვარ ასე საჯაროდ მოგმართოთ...
იმ ბიზნესმა და მათმა თავკაცებმა, ვისაც ოცნების არ ეშინიათ, იქნებ მოგვცენ შესაძლებლობა - ვიმუშაოთ მათ კომპანიებში, რომ საბანკო ვალდებულებების გადახდა და არსებობა შევძლოთ... რომ ჩვენ ადამიანებმა, პროფესიონალებმა და შრომას შეჩვეულებმა, უმუშევრობას თავი დავაღწიოთ... მომწონს რომ მეუბნებიან, 'წარმატებები, კარგი გოგო ხარ... მაგრამ'... არავის არაფერს გავალდებულებთ...
პირიქით, დიდი პატივისცემით გთხოვთ, რომ მოგვეცით შანსი... ნუ იქნება მაინცდამაინც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სადაც მედიის წარმომადგენლები მიდიან ხოლმე სამუშაოდ... [ აი მაგალითად, საბანკო სექტორში, რომელიმე სფეროში გადამზადების შემთხვევაში, წარმოუდგენლად მიმაჩნია ადამიანმა ვერ შეძლო დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა] რაც შეეხება საქართველოდან წასვლას:
ხვალვე ავიღებ ბილეთს და წავალ ოკეანის გადაღმა, მაგრამ არა! მე ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება და მუშაობა... იმაზეც გული მწყდება რომ ჩვენ, 'მთავარი არხის' გუნდმა მაყურებელს ვერ ვუთხარით ჩვენი სათქმელი: რომ ამ ბრძოლიდან, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია , კი არ გავიქეცით, ვიღაც ერთი დამფუძნებლის ქოცობის გამო გავჩერდით...
მოკლედ, ბევრი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თუ მარკეტინგის მენეჯერი მყავს აქ მეგობრებში, იქნებ მიაწვდინოთ ხმა თქვენს ხელმძღვანელებს, კომპანიების დამფუძნებლებს ჩვენი ამბის შესახებ და დაგვეხმაროთ...
პ.ს. არ გეგონოთ ძალისხმევას ვაკლებ, სადმე რაიმე სამსახური ვიპოვო. LinkedIn იქნება თუ სხვა პლატფორმა, ყველა შესაბამის ვაკანსიაზე ჩასაფრებული ვარ და ვაგზავნი რეზიუმეს, მაგრამ 'არსით ხმა, არსით ძახილი'...
სიყვარულითა და პატივისცემით ნინო ჯიპა - წერს ნინო სამყურაშვილი.