რატომ დაიბარეს გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მეორედ და აპირებს თუ არა ის კომისიაზე მისვლას?
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაიბარეს.
კომისიის წევრებს დამატებითი კითხვები ამჯერად ჩორჩანას საკითხთან და მისი ოპოზიციური პარტიის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ აქვთ.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
ჩორჩანას ეპიზოდზე პოკურატურაში გამოიკითხა ვახტანგ გომელაური, რომელიც იმ დროისთბის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. მან დაადასტურა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა შეთანხმებული არ ყოფილა.