loader

"ასეთი ამბავი ხდება პოლიტკოვსკაიაზე, ამის ატანა შეუძლებელია" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი ამბავი ხდება პოლიტკოვსკაიაზე, ამის ატანა შეუძლებელია" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

"პირველი ვიდეო გადაღებულია ღამის 01:08 წუთზე,ხოლო მეორე 01:20 წუთზე. ორი სხვადასხვა მანქანაა.

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა.ეს კონკრეტული ლოკაცია არის ავტობუსების ბოლო გაჩერება. ღამით, როცა ტრანსპორტი ტოვებს ტერიტორიას მოდიან მანქანებით მჭიდროდ დასახლებულ უბანში და საკუთარი ექსტრემალური მიდრეკილებების და ვიდეოების გადაღების გამო აღვიძებენ მცხოვრებლებს.

პრობლემა განსაკუთრებით მძიმდება ზაფხულში, როცა ფანჯრები ღია გვაქვს. წარმოიდგინეთ, რა რთულია, როცა მშვიდად გძინავს და ვიღაც თავისი სიამოვნების გამო ძილს არ გაცლის.

ძალიან გთხოვთ, ვისაც ევალება ამ პრობლემის მოგვარება ან კამერები დააყენეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ან ხშირად იმოძრაოს საპატრულო ეკიპაჟმა, თორემ ყოველ ღამით ამის ატანა გაუსაძლისია უკვე," - ინფორმაცია და ადრები სოციაურ ქსელში ვრცელდება.